აზრები
Thursday, May 17, 2012
Wednesday, May 9, 2012
Friday, August 12, 2011
გერმანია - ბრაზილია 10.08.2011
3 - 2 
2 დღე გავიდა ამ თამაშის საფინალო სასტვენიდან,რომელიც მიუხედავად თავისი არაოფიციალური ამხანაგური სტატუსისა ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია ფეხბურთის მოყვარულებს და გულშემატკივრებს შორის.ძნელი იყო უემოციოდ გეყურებინა ამ თამაშისთვის,პირადად მე ხმა კინარამ ჩავიხლიჩე ყვირილისგან :) არადა სახლში აბსოლიტურად მარტო ვიყავი სიგარეტით გაბუღულ ოთახში ლუდის ბოკლით ხელში და ბრაზილიას რა დედ...... გავიძახოდი მთელ ხმაზე.ვიღაცას რო ვენახე უეჭველი ავადმოფი ვეგონებოდი.საერთო ჯამში თამაშმა პირველი ტაიმი რომ არ ჩავთვალოთ უმაღლეს დონეზე ჩაიარა.ტემპი იყო,მომენტები იყო,ერთადერთი "რაზბორკები" ავიცილეთ ამჯერად. :)
თამაშის პირველივე წუთებიდანვე უპირატესობა მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა და მთელი გუნდით დომინირებდა ბრაზილიელთა ნახევარზე,სელესაო კი მხოლოდ კონტრშერევებზე თამაშობდა და ისიც იშვიათად თუ შეეძლოთ გერმ,ანელების ნახევარზე გადმოსვლა.იყო პირველ ტაიმში ერთი ორი მომენტი,მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი.
აი მეორე ტაიმი კი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გვაჩუქეს ფეხბურთელებმა ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს და შემოგთავაზებთ მეორე ტაიმის კადრებს და გოლებს:
ასევე დავამატებდი იმას,რომ ბადშტუბერს უშველა დაჯმამდა ფეხი არ გაანძრევინა არც პატოს და არც რობინიოს :)
Tuesday, August 9, 2011
პირველი იმედგაცრუება!!!
ბაიერნმა უკვე მოსწრო პირველი თამაშის წაგება,თანაც საკუთარ მოედანზე.შეგნებულად არაფერს ვწერდი ეს დღეები რადგან მინდოდა პირველი მარცხის სიბრაზეს გადაერა და უკვე ცივ გონებაზე გამეანალიზებინა თამაში.დავიწყე ყურება და მსვლელობისას მივხვდი რო ისევ სასტიკად ვღიზიანდებოდი იმათი შემყურე,ამიტომაც თავს შევიკავებ შეფასებებისგან.
ერთადერთი რაც შემიძლია ან ვინც შემიძლია ავღნიშნო ეს არის ლუის გუსტავო
რომელიც ლამის კბილებით იბრძოდა მთელ გლადბახთან და ასევე საიმედოდ მოთამაშე ბადშტუბერი,რომელმაც არცერთი ორთაბრძოლა არ წააგო და კედელივით იდგა.საბოლოდ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბაიერნში.
სადღაც ორიოდე კვირის უკან ჰოლგერა ისეთი საშინელი კრიტიკის ობიექტი გახდა რო მე მეგონა საერთოდ ფეხბურთს დაანებებდა თავს :) სუპერ მარიო ბასლერმა რასაც ქვია გადაუარა პრესაში.
ალბათ ბადშტუბერს მისი სიტყვები ძლიან მოხვდა გულზე და ეცადა ამჯერად მაინც არ შერცხვენილიყო,რაც გამნოუვიდა.იმედია ესევი გააგრძელებს და ეს მხოლოდ ერთი თამაშის გამონათება არ იქნება.
დაველოდოთ შემდეგ ტურს და ვნახოთ რა იქნება.
ბასლერის სტატიას კი ეწოდებოდა "10 მსოფლიო კლასის და ერთი ჟელე" :D
--------------
დღეს საღამოს კი სახელებით თუ ვიმსჯელებთ დიდებული თამაში უნდა გამოვიდეს,ერთმანეთს დაუპირისპირდებია შტუტგარტში გერმანია და ბრაზილია.ისე გერმანელების დამოკიდებულება რო ვიცი ამხანაგურებისადმი ცოტა ვღელავ რამე საშინელება არ გააკეთონ მოედანზე,მითუმეტეს დილიდან პრესაში შვაინშტაიგერის განწყობა და სიტყვები არ მომეწონა - ეს ხომ მხოლოდ ამხანაგური შეხვედრაა.
აი ეს განაცხადა ბასტიმ და არც ისე სასიამოვნოა,თითქოს უკვე გვაგუებს ცუდ შედეგთან.
რაც არ უნდა იყოს დაველოდოტ შედეგს და ვნახოთ რა იქნება იმედია სანახაობრივ თამაშს შემოგვთავაზებს ორივე გუნდი,გერმანიის გულშემატკივრებს და მათ შორის ჩემ თავსაც მოგებას ვუსურვებ პენტაკამპეონებთან!
Thursday, May 19, 2011
მესიიიი გამოიღეეეე !!!

უკან პასი ჩმორობაა
ბარსა მშიშრების ფეხბურთს თამაშობს;
ბარსელონა უნიცეფის და უეფას გუნდია;
ბარსა გოლს. რომ იტანს მსაჯები მირბიან და ულოცავენ;
ბარსა ინგლისში, რომ ყოფილიყო ბოლტონის ჩმორი იქნებოდა;
ბარსას ყველა ფორმა Yლეობაა და არ აქვს აზრი როგორი ვიზუალი აქვს;
მაუ წყალზე დადის, არ ჯვავს და ლოტოსის პოზაში სძინავს;
რონალდუს სიძლიერე შავ მანიკურებშია და მისი 1 გოლი მესის 100 გოლს უდრის;
მესი პატარა ჯუჯაა, რომელმაც ფინტების კეთება არ იცის;
ბურთის ფლობის დედას შევEცი, როდესაც რეალი ასე ლამაზად კარგავს ბურთს;
მესიიიი გამოიღეეეე !!!
Wednesday, April 6, 2011
მილანური ვოიაჟი 05.04.2011




ეს იყო რაღაც სასწაული,ძალიან მაგარი ემოცია და შეგრძნება!!!არ მეგონა ბაიერნის მერე რომელიმე გუნდზე თუ მექნებოდა ესეთი ემოციები.
თამაშის სცენარი ხუმარებისათვის პირველივე წითიდან ცუდად წარიმართა,უკვე რამდენიმე წამში სასტვენიდან დეიან სტანკოვიჩმა გახსნა ანგარიში და პირველი აზრი რაც თავში გამიჩნდა ეს იყო - ვსო მოკვდა იმედი :(
მაგრაააააამ ვაიდა რო მაგრად შევცდი,ბიჭებმა ბოლომდე მოინდომეს,იბრძოლეს იომეს და შედეგიც ვნახეთ. გაიმარჯვეს 5-2,თანაც სად?მილანში,თანაც ინტერთან,რომელმაც შარშან ყველანაირი საკლუბო ჯილდო მოიგო.
ისე გამოგიტყდებით და ყველაზე ნაკლებად ევროტურნირებზე შალკეში მეიმედებოდა,მეგონა რომ დორტმუნდი რაიმე სანახაობრივს აჩვენებდა,მაგრამ ბრიყვული პასების და პატარა გამოუცდელი სირების პანიკური სირბილის გარდა ვერაფერი დავინახე.ასევე "გვასახელა" ბრემენის ვერდერმა (იგივე ყვერდერი) აბსოლიტურად უნიათოდ,უსახურად და უთავმოყვარეოდ დატოვეს ლიგა,მართალია ბოლოს კარის გაჯახუნების ვარიანტში ინტერი გაამწარეს :D
რა შეილება ეხლა ითქვას შალკეზე,მე ესეთი შალკე დიდი ხანია არ მინახია.სერიოზული მობილიზება და დისციპლინა იდო გუშინდელ თამაშში.შეილება ეს რალფ რანგნიკის დამსახურებაცაა,რაც არ უნდა იყოს ეგ ადამიანი უკვე ძალიან გამოცდილია და თავისი საქმე პროფესიონალია.მაგათისგან განსხვავებით თითქოს უფრო დაალაგა გუნდი,უფრო აქცენტი გაკეთებული იყო კომბინაციურ სწრაფ ფეხბურთზე რაც მოთამაშეებს გაკეთეს 5იანზე.ცალკე აღსანიშნავია დაცვის თამაშის ხარისხი - ჰიოვედესი რა თქმა უნდა შეუდარებელი იყო,შალკეს დაცვის სისუსტე კი არის ბენედიქტისათვის კარგი მეწყვილის არ ყოფნა,არაა ეს მათიფი ცენტრ მცველი და შეეცი თუ გინდა.ასევე აღნიშვნის ღირსია 18წლის ბერძენი პაპადოპულოსი,რომელიც ნამდვილი ცხოველია და გუშინ არ გაახარა არცერთი ინტერელი ვისათანაც კი მივიდა,დიდი მომავალი აქვს მაგ ბიჭს და იმედია გააგრძელებს პროგრესირებას.
ცალკე თემაა თავდასხმა და შუახაზი.გუნდს საერთოდ არ ეტყობოდა კლუგეს არ ყოფნა რომელიც ერთერთი წამყვანი ფიგურაა შუახაზში.ხოსე მანუელ ხურადო - უნიჭიერესი ნახევარმცველი და სასტიკად ზარმაცი,ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ წელს და იმენა ჯმის პრესში ყავდათ.ხანდახან მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ აშკარად არ იხარჯებოდა მოედანზე,მაგრა გუშინ აბსოლიტურად სხვა ხურადო ვიხილე,მებრძოლი,დიიდი ტექნიკური არსენალით,დრიბლინგებით და გაკვირვებული დავრჩი :0
მემგონი გამოთლის მაგისგან რანგნიკი უძლიერეს კრეატივშიკს.
ედუ - მთელი სეზონია ღირებული არაფერი გაუკეთებია,მაგრამ სადაც საჭირო იყო იქ გააჩინა კიბო,თანაც 2ჯერ :)
ფარფანი - ამაზე არაფერს დავწერ,რასაც ქვია იფრინა და ათრია მეორე ტაიმში მილანელები დაააა აი ბოლოს დიადი ფეხბურთელი და მადრიდის რეალის ლეგენდა - რაული!!!
გუშინ ტიპმა ისე ითამაში რომ აღტაცებულს დორბლები მცვიოდა პირიდან და სულ ბებერ ბოზს ვუძახდი :)) მემგონი ასაკს გვატყუებს არაა ეგ კაცი 32წლის :) გოლიც დამსახურებულად შეაგდო,თანაც ღლაპ რანოკიას სანტიმეტრებში შეუსრულა კლასი და ეგრევე ის რაული გამახსენდა სახეს რო ახევდა მცველებს რეალის შემადგენლობაში.
ასე რომ დაველოდოთ შემდეგ რაუნდს იმედია არ გამობაიერნდება შალკე და დაასრულებს მილანში დაწყებულ საქმეს,რომელიც გზას გაუხსნის ნახევარფინალისკენ და კიდე ზევსმა უწყის სადამდე მივა თუ ესე გააგრძელეს.
Monday, March 28, 2011
ძველო იუზერო მოკვდი,გაუმარჯოს ახალ ადამიანს!!!
ეხლა კი ვგრძნობ რო ცხოვრებას დავუბრუნდი(მადლობა ჩემ მეუღლეს)და აბსოლიტურად სხვა პერსონა ვარ,ასე რომ მომესალმეთ ახალი მე დავიბადე!!!