ბაიერნმა უკვე მოსწრო პირველი თამაშის წაგება,თანაც საკუთარ მოედანზე.შეგნებულად არაფერს ვწერდი ეს დღეები რადგან მინდოდა პირველი მარცხის სიბრაზეს გადაერა და უკვე ცივ გონებაზე გამეანალიზებინა თამაში.დავიწყე ყურება და მსვლელობისას მივხვდი რო ისევ სასტიკად ვღიზიანდებოდი იმათი შემყურე,ამიტომაც თავს შევიკავებ შეფასებებისგან.
ერთადერთი რაც შემიძლია ან ვინც შემიძლია ავღნიშნო ეს არის ლუის გუსტავო
რომელიც ლამის კბილებით იბრძოდა მთელ გლადბახთან და ასევე საიმედოდ მოთამაშე ბადშტუბერი,რომელმაც არცერთი ორთაბრძოლა არ წააგო და კედელივით იდგა.საბოლოდ დაიმსახურა ყველაზე მაღალი შეფასება ბაიერნში.
სადღაც ორიოდე კვირის უკან ჰოლგერა ისეთი საშინელი კრიტიკის ობიექტი გახდა რო მე მეგონა საერთოდ ფეხბურთს დაანებებდა თავს :) სუპერ მარიო ბასლერმა რასაც ქვია გადაუარა პრესაში.
ალბათ ბადშტუბერს მისი სიტყვები ძლიან მოხვდა გულზე და ეცადა ამჯერად მაინც არ შერცხვენილიყო,რაც გამნოუვიდა.იმედია ესევი გააგრძელებს და ეს მხოლოდ ერთი თამაშის გამონათება არ იქნება.
დაველოდოთ შემდეგ ტურს და ვნახოთ რა იქნება.
ბასლერის სტატიას კი ეწოდებოდა "10 მსოფლიო კლასის და ერთი ჟელე" :D
--------------
დღეს საღამოს კი სახელებით თუ ვიმსჯელებთ დიდებული თამაში უნდა გამოვიდეს,ერთმანეთს დაუპირისპირდებია შტუტგარტში გერმანია და ბრაზილია.ისე გერმანელების დამოკიდებულება რო ვიცი ამხანაგურებისადმი ცოტა ვღელავ რამე საშინელება არ გააკეთონ მოედანზე,მითუმეტეს დილიდან პრესაში შვაინშტაიგერის განწყობა და სიტყვები არ მომეწონა - ეს ხომ მხოლოდ ამხანაგური შეხვედრაა.
აი ეს განაცხადა ბასტიმ და არც ისე სასიამოვნოა,თითქოს უკვე გვაგუებს ცუდ შედეგთან.
რაც არ უნდა იყოს დაველოდოტ შედეგს და ვნახოთ რა იქნება იმედია სანახაობრივ თამაშს შემოგვთავაზებს ორივე გუნდი,გერმანიის გულშემატკივრებს და მათ შორის ჩემ თავსაც მოგებას ვუსურვებ პენტაკამპეონებთან!
No comments:
Post a Comment