3 - 2 
2 დღე გავიდა ამ თამაშის საფინალო სასტვენიდან,რომელიც მიუხედავად თავისი არაოფიციალური ამხანაგური სტატუსისა ბევრი მითქმა მოთქმა გამოიწვია ფეხბურთის მოყვარულებს და გულშემატკივრებს შორის.ძნელი იყო უემოციოდ გეყურებინა ამ თამაშისთვის,პირადად მე ხმა კინარამ ჩავიხლიჩე ყვირილისგან :) არადა სახლში აბსოლიტურად მარტო ვიყავი სიგარეტით გაბუღულ ოთახში ლუდის ბოკლით ხელში და ბრაზილიას რა დედ...... გავიძახოდი მთელ ხმაზე.ვიღაცას რო ვენახე უეჭველი ავადმოფი ვეგონებოდი.საერთო ჯამში თამაშმა პირველი ტაიმი რომ არ ჩავთვალოთ უმაღლეს დონეზე ჩაიარა.ტემპი იყო,მომენტები იყო,ერთადერთი "რაზბორკები" ავიცილეთ ამჯერად. :)
თამაშის პირველივე წუთებიდანვე უპირატესობა მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა და მთელი გუნდით დომინირებდა ბრაზილიელთა ნახევარზე,სელესაო კი მხოლოდ კონტრშერევებზე თამაშობდა და ისიც იშვიათად თუ შეეძლოთ გერმ,ანელების ნახევარზე გადმოსვლა.იყო პირველ ტაიმში ერთი ორი მომენტი,მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერი.
აი მეორე ტაიმი კი ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გვაჩუქეს ფეხბურთელებმა ბევრს აღარ შეგაწყენთ თავს და შემოგთავაზებთ მეორე ტაიმის კადრებს და გოლებს:
ასევე დავამატებდი იმას,რომ ბადშტუბერს უშველა დაჯმამდა ფეხი არ გაანძრევინა არც პატოს და არც რობინიოს :)

