



ეს იყო რაღაც სასწაული,ძალიან მაგარი ემოცია და შეგრძნება!!!არ მეგონა ბაიერნის მერე რომელიმე გუნდზე თუ მექნებოდა ესეთი ემოციები.
თამაშის სცენარი ხუმარებისათვის პირველივე წითიდან ცუდად წარიმართა,უკვე რამდენიმე წამში სასტვენიდან დეიან სტანკოვიჩმა გახსნა ანგარიში და პირველი აზრი რაც თავში გამიჩნდა ეს იყო - ვსო მოკვდა იმედი :(
მაგრაააააამ ვაიდა რო მაგრად შევცდი,ბიჭებმა ბოლომდე მოინდომეს,იბრძოლეს იომეს და შედეგიც ვნახეთ. გაიმარჯვეს 5-2,თანაც სად?მილანში,თანაც ინტერთან,რომელმაც შარშან ყველანაირი საკლუბო ჯილდო მოიგო.
ისე გამოგიტყდებით და ყველაზე ნაკლებად ევროტურნირებზე შალკეში მეიმედებოდა,მეგონა რომ დორტმუნდი რაიმე სანახაობრივს აჩვენებდა,მაგრამ ბრიყვული პასების და პატარა გამოუცდელი სირების პანიკური სირბილის გარდა ვერაფერი დავინახე.ასევე "გვასახელა" ბრემენის ვერდერმა (იგივე ყვერდერი) აბსოლიტურად უნიათოდ,უსახურად და უთავმოყვარეოდ დატოვეს ლიგა,მართალია ბოლოს კარის გაჯახუნების ვარიანტში ინტერი გაამწარეს :D
რა შეილება ეხლა ითქვას შალკეზე,მე ესეთი შალკე დიდი ხანია არ მინახია.სერიოზული მობილიზება და დისციპლინა იდო გუშინდელ თამაშში.შეილება ეს რალფ რანგნიკის დამსახურებაცაა,რაც არ უნდა იყოს ეგ ადამიანი უკვე ძალიან გამოცდილია და თავისი საქმე პროფესიონალია.მაგათისგან განსხვავებით თითქოს უფრო დაალაგა გუნდი,უფრო აქცენტი გაკეთებული იყო კომბინაციურ სწრაფ ფეხბურთზე რაც მოთამაშეებს გაკეთეს 5იანზე.ცალკე აღსანიშნავია დაცვის თამაშის ხარისხი - ჰიოვედესი რა თქმა უნდა შეუდარებელი იყო,შალკეს დაცვის სისუსტე კი არის ბენედიქტისათვის კარგი მეწყვილის არ ყოფნა,არაა ეს მათიფი ცენტრ მცველი და შეეცი თუ გინდა.ასევე აღნიშვნის ღირსია 18წლის ბერძენი პაპადოპულოსი,რომელიც ნამდვილი ცხოველია და გუშინ არ გაახარა არცერთი ინტერელი ვისათანაც კი მივიდა,დიდი მომავალი აქვს მაგ ბიჭს და იმედია გააგრძელებს პროგრესირებას.
ცალკე თემაა თავდასხმა და შუახაზი.გუნდს საერთოდ არ ეტყობოდა კლუგეს არ ყოფნა რომელიც ერთერთი წამყვანი ფიგურაა შუახაზში.ხოსე მანუელ ხურადო - უნიჭიერესი ნახევარმცველი და სასტიკად ზარმაცი,ძალიან ბევრს აკრიტიკებდნენ წელს და იმენა ჯმის პრესში ყავდათ.ხანდახან მეც ეგეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ აშკარად არ იხარჯებოდა მოედანზე,მაგრა გუშინ აბსოლიტურად სხვა ხურადო ვიხილე,მებრძოლი,დიიდი ტექნიკური არსენალით,დრიბლინგებით და გაკვირვებული დავრჩი :0
მემგონი გამოთლის მაგისგან რანგნიკი უძლიერეს კრეატივშიკს.
ედუ - მთელი სეზონია ღირებული არაფერი გაუკეთებია,მაგრამ სადაც საჭირო იყო იქ გააჩინა კიბო,თანაც 2ჯერ :)
ფარფანი - ამაზე არაფერს დავწერ,რასაც ქვია იფრინა და ათრია მეორე ტაიმში მილანელები დაააა აი ბოლოს დიადი ფეხბურთელი და მადრიდის რეალის ლეგენდა - რაული!!!
გუშინ ტიპმა ისე ითამაში რომ აღტაცებულს დორბლები მცვიოდა პირიდან და სულ ბებერ ბოზს ვუძახდი :)) მემგონი ასაკს გვატყუებს არაა ეგ კაცი 32წლის :) გოლიც დამსახურებულად შეაგდო,თანაც ღლაპ რანოკიას სანტიმეტრებში შეუსრულა კლასი და ეგრევე ის რაული გამახსენდა სახეს რო ახევდა მცველებს რეალის შემადგენლობაში.
ასე რომ დაველოდოთ შემდეგ რაუნდს იმედია არ გამობაიერნდება შალკე და დაასრულებს მილანში დაწყებულ საქმეს,რომელიც გზას გაუხსნის ნახევარფინალისკენ და კიდე ზევსმა უწყის სადამდე მივა თუ ესე გააგრძელეს.